"ლიბერთი ბანკის" გარე აუდიტორი "ერნსტ ენდ იანგი" ხდება. შპს "ლიბერთი კაპიტალმა" წარმოდგენილი მისი დირექტორის ვლადიმერ გურგენიძის სახით, როგორც სს "ლიბერთი ბანკის" აქციების 75%-ზე მეტის მფლობელმა აქციონერმა, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 54.11 მუხლის შესაბამისად, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები: დამტკიცდეს შპს "ერნსტ ენდ იანგის" მიერ აუდირებული „ბანკის" 2011 წლის კონსოლიდირებული ფინანსური შედეგები; და შპს „ერნსტ ენდ იანგი" დაინიშნოს „ბანკის"" გარე აუდიტორად 2012 ფინანსური წლისთვის, როგორც ეს რეკომენდებულია „ბანკის" გენერალური დირექტორის, ვლადიმერ გურგენიძის და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსი ხოროშვილის მიერ.
მასალის გამოყენების პირობები