საქართველოს საცალო ქსელში ყველა კატეგორიის საწვავი 5 თეთრით გაიაფდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საერთაშორისო ფასების კლების ტენდენციიდან გამომდინარე საქართველოშიც ინტენსიურად მიმდინარეობს საწვავის ფასის შემცირება.
"დღეს დაფიქსირდა საწვავის ფასის მორიგი კლება. კერძოდ, საქართველოს საცალო ქსელში ყველა კატეგორიის საწვავი გაიაფდა 5 თეთრით/ლიტრაზე.
მთლიანობაში ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველა კატეგორიის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია 20 თეთრით/ლიტრზე, ხოლო L-62 კატეგორიის დიზელის საწვავის ფასი - 25 თეთრით/ლიტრზე,
აქვე უნდა ითქვას, რომ ბენზინის ფასი დაუბრუნდა გასული წლის დეკემბრის თვეში არსებულ ფასს, ხოლო დიზელის კი უფრო ადრინდელ პერიოდს"- აცხადებენ კავშირში.