ხვალ, 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 16:00 საათზე ამერიკის მეგობართა კლუბი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში აღნიშნავს.
1776 წლის 4 ივლისს ფილადელფიაში (პენსილვანია) მეორე კონტინენტურმა კონგრესმა ერთხმად მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია - ისტორიული დოკუმენტი, რომელშიც ჩრდილოეთ ამერიკის ბრიტანული კოლონიები დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებენ. დეკლარაციის მიღების (მაგრამ არა ხელმოწერის) დღე 4 ივლისი აშშ-ში დამოუკიდებლობის დღედ ითვლება. დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც კოლონიები "ამერიკის შეერთებულ შტატებად" მოიხსენიება.