პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი მიიჩნევს, რომ დენისა და დასუფთავების გადასახადის მიბმის შესახებ მთავრობამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკტარებთან,, გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
აღნიშნული საკითხისადმი მერაბიშვილის დამოკიდებულებით, მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე დაინტერესდა. თარგამაძემ პრემიერობის კანდიდატს კითხვა ზოგადად კომუნალური გადასახადების გადახედვასთან დაკავშირებითაც დაუსვა.
ვანო მერაბიშვილმა აღნიშნულ საკითხებზე განაცხადა, რომ ,,ამ მიმართულებით, მთავრობას ერთიანი პოზიცია და პრაგმატული გადაწყვეტილებები აქვს მიღებული,, - აღნიშნა მერაბიშვილმა და უფრო მეტი კონკრეტიკისაგან მან თავი შეიკავა.