დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 900 ათასი ლარი გამოიყოფა. როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა დიმიტრი გვინდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შედის და ასიგნებები არ იცლვება.
მისი თქმით, დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას, ინვენტარის შეძენასა და ზოგადად მის ფუნქციონირებას 900 ათასი ლარი მოხმარდება.
გვინდაძის მტკიცებით, აღნიშნული თანხა სახელმწიფოს რესურსებიდან გამოიყო. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ საგარეო ვალის დაფარვა უცხოურ ვალუტაში ხდება და კურსიც ყოველთვის მერყეობს, სახელმწიფოს აქვს გარკვეული რესურსი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება, რომელსაც ბიზნესმენი პაატა ტრაპაიძე უხელმძღვანელებს.