პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ივანე მერაბიშვილის განცხადებით, 1000-ლარიანი ვაუჩერების გადანაწილების პრიორიტეტებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება.
როგორც მან გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა, 1 000-ლარიანი 4-წლიანი ვაუჩერის გამოყენებას მოსახლეობა შეძლებს კომუნალური ხარჯების დასაფარად, სახელმძღვანელოების, მედიკამენტებისა და სასოფლო-სამეურნეო საჭიროებების შესაძენად. თუმცა, მისი თქმით, მსჯელობა სხვა პრიორიტეტებზედაც გაგრძელდება და თავად საზოგადოება გადაწყვეტს, რა უფრო მნიშვნელოვანია.
მერაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში მოყვანილ ყველა ციფრზე პირადად აგებს პასუხს.