"ეს ჩვენი მიწაა და მას არავის არ მივცემთ", _ ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კურილიის კუნძულებზე ყოფნისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც კურილიის კუნძულებზე ტაძრის მშენებლობა მოინახულა, ხოლო იქ დაასქმებულინ ერთ-ერთი მუშა დაინტერესდა კურილიის კუნძულების ბედით და მედვედევს ჰკითხა, ხომ არ აპირებს რუსეთი კუნძულების იაპონიისთვის გადაცემას.
"ეს ჩვენი მიწაა, ოდითგანვე ჩვენი მიწაა, ერთ გოჯსაც არ დავთმობთ",_ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ "ის, ვინც გოჯ მიწას მაინც დათმობს, ქარიშხალს გამოიწვევს".
შეგახსენებთ, რომ მედვედევის დღევანდელი ვიზიტი კურილიის კუნძულებზე იაპონიას შეუმჩნეველი არ დარჩენია. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღესვე რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებების მისაღებად საგარეო უწყებაში დაიბარა.