თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონონობას უწოდებს კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება აგონიაშია. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დოლიძე აცხადებს, დაკისრებული ჯარიმა კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების მუშაობას არ შეაფერხებს.
,,სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის უკანონობა და აგონია ხელისუფლების მხრიდან. შესაბამისად ჩვენ სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო გადაწყვეტილებაში არ ჩავერთვებით და გავაგრძელებთ საარჩევნო კამანიას. ხელისუფლება რაც უფრო ბვრ შეცდომას დაუშვებს მათთვისვე უარესი იქნება. Kკონტროლის პალატამ წეროს ყოველდღე მილიონები, ეს ხომ არ ნიშნავს, იმას რომ მისი გადაწყვეტილება სწორია და ჯარიმები უნდა გადავიხადოთ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური პარტიები 2 383 097 ლარით დააჯარიმა.