სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, ახლადგაშენებული კივის პლანტაციში ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და მათ სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტების შესახებ ესაუბრა.
24 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ბაღი შპს ,,ნერგეტას" კუთვნილებაა. მეურნეობაში ახალზელანდიური ჯიშის კივის ნერგები გასულ წელს დაირგო და პირველ მოსავალს 2013 წლის ნოემბერში ელოდებიან. კივის პლანტაციის მორწყვა უახლესი ტექნოლოგიით - დაწვიმების სარწყავი სისტემით ხორციელდება. ინოვაციური სარწყავი სისტემის გამოყენება უხვი და ხარისხიანი მოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. პლანტაციაში უკვე განხორციელდა ნიადაგის ზედაპირული დამუშავება და სავეგეტაციო გასხვლა-ფორმირების პროცესი.
კივის პლანტაციაში 26 ადგილობრივია დასაქმებული, რომელთაგან 13 იძულებით გადაადგილებული პირია.
მწამოებლები ქართული კივის რეალიზაციას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები