თბილისის საკრებულოს "ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი ზაზა გაბუნია თბილისის მერიას საბიუჯეტოს ფულადი სახსრების პრიორიტეტების გარეშე ხარჯვაში ადანაშაულებს. ამ საკითხზე გაბუნიამ დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გაბუნიას თქმით, თბილისში არსებული 8 შადრევნის მოვლა-პატრონობისთვის თბილისის მერიამ შპს "დავითს" 6 თვის სამუშაოებისთვის გამოუყო 113 858 55 ლარი, რაც ძალიან დიდი თანხაა.
ზაზა გაბუნია: "თავად ტენდერი ჩატარდა აბსოლუტურად არაკონკურენტულ გარემოში, რადგან მასში მხოლოდ ერთი, მერიის ფავორიტი კომპანია მონაწილეობდა, რაც ასევე აჩენს კითხვის ნიშნებს".
დეპუტატის თქმით, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ასიათასზე მეტი ლარი იხარჯება სრულიად მეათეხარისხოვანი საქმისთვის, შეცდომაა იმ ფონზე როცა აღნიშნული თანხა შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სოციალურად დაუცველი და უმწეო მოქალაქეების კეთილდღეობისათვის, ხოლო შადრევნების დასუფთავება შესაძლებელი იყო დასუფთავების ვალდებულება სამსახურისთვის გადაეცა, რომელიც შესაბამის ტექნიკასაც ფლობს და საკმაოდ მსხვილ ბიუჯეტიანი უწყებაა.