აშშ-ის კოლორადოს შტატში, ხანძრის შედეგად ევაკუირებული მოსახლეობის რაოდენობამ 32 ათასს მიაღწია. სი-ენ-ენის ინფორმაციით, ხანძარი კოლორადოს აღმოსავლეთში გასული შაბათიდან მძვინვარებს.
ხანძრის სწრაფ გავრცელებას ხელს უწყობს მშრალი და ქარიანი ამინდი.
ამჟამად ქალაქ კოლორადო-სპრინგსის შემოგარენში ხანზარი 2,5 ათას ჰექტარზეა მოდებული. ცეცხლი უკვე გადაედო საცხოვრებელ კვარტალებს.
მოსახლეობის გარდა, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, განხორციელდა აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის ევაკუაციაც.
"ხანძრის პირობები ურთულესია. იქაურობა ანთებული ღუმელივითაა", - აცხადებს კოლორადოოს ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურრის უფროსი ენ რის-სიკორი.
კოლორადოს ტერიტორიაზე ამჟამად ხანძრის ექვსი დიდი კერააა. ხანძარის ჩაქრობაში რამდენიმე ათასი მეხანძრე და მოხალისე მონაწილეობს. პროცესში ჩართულია 70 ერთეული მფრინავი საშუალება.