სირიის ტელეარხის ალ-იჰბარიას სამი თანამშრომელი დაიღუპა, დამასკოს გარეუბანში, შეიარაღებული ტერორისტების მიერ სამაუწყებლო კომპანიაზე თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ სააგენტო "სანა" იტყობინება.
სააგენტოს ინფორმაციით, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ტეელეკომპანიის შენობას, გაანადგურეს რამდენიმე სტუდია, მათ შორის ახალი ამბების განყოფილება და სავარაუდოდ, შენობის ნაწილის დანაღმვის შემდეგ მიიმალნენ.
თავდასხმის მიუხედავად ალ-იჰბარია მაუწყებლობას განაგრძობს.
ტელეაარხს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია იმ საინფორმაციო საშუალებებს შორის, რომლებიც სირიის ხელისუფლების მხარდაჭერას გამოხატავენ.