გიორგი ღონღაძის ქვრივი მიროსლავა ღონღაძე კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებს. მოკლული ჟურნალისტის ქვრივი გადაწყვეტილებას საეჭვოდ მიიჩნევს. მისი ადვოკატის ვალენტინა ტელიჩენკოს განცხადებით, ფაქტობროვად, ღონღაძის მკვლელობის საქმეში უკვე ამოწურულია ნაციონალური ინსტრუმენტები მკვლელობის შემკვეთების მიმართ. "მიროსლავა კი ევროსასამართლოში ჩივილს აპირებს", - აცხადებს ადვოკატი.
უკრაინის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების კოლეგიამ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდება მოეხსნა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მეორე პრეზიდენტის დაცვა სასამართლოს მიერ მიღებული ამ გადაწყვტირებით კმაყოფილია.
"ეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაა. სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერება და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაადასტურა",_ განაცხადა კუჩმას ადვოკატმა ვიქტორ პეტრუნენკომ და აღნიშნა, რომ რაც მალე საუსვამს წერტილს საზოგადოება მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმესთან კავშირი ლეონიდ კუჩმას აქვს მით უკეთესი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ უკრაინის ექს-პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას წინაათმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2011 წლის 21 მარტს აღძრა. კუჩმას ბრალი ედებოდა უფლებამოსილების გადაჭარბებაში, რამაც შემდეგ მკვლელობა გამოიწვია. კუჩმას აღმკვეთ ღონისძიებად გაუსვლელობის ხელწერილი დაუწესეს.