ტყიბულში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქალაქის ქუჩები დატბორა. მოვარდნილი წყალი სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში შევარდა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზეი, რის გამოც ქალაქს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
შეიზღუდა ავტოსაგზაო მოძრაობაც.
ქალაქის დატბორილ უბნებში მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები და მძღოლებს გადაადგილებაში ეხმარებოდნენ.