23 ივნისს საერთაშორისო ოლიმპიური კვირეული დაიწყო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტი, თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ახალი ლოგოსა და სლოგანის პრეზენტაციას მართავს. 500 ბავშვი 5 ფერის (წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, შავი) ბუშტით „თბილისი 2015-ის" ახალი ლოგოს იმიტაციას წარმოადგენს, რაც სანახაობრივად ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება მაყურებლისათვის. ღონისძიების მონაწილეებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა სიტყვით მიმართეს, 2015 წლის ფესტივალის საპატიო ელჩებ - ოლიმპიურ ჩემპიონები წარადგინეს და მათ საპატიო სიგელები გადასცეს. ბრენდბუქისა და საპატიო ელჩების წარდგენის შემდეგ, ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მარათონი გაიმართა, რომელშიც 2015 წლის ფესტივალში მონაწილე 9 სხვადასხვა სახეობის სპორტული ფედერაციის წარმომადგენლებიმონაწილეობდნენ. მარათონის მონაწილეებს სიგელები და „თბილისი 2015"-ის მაისურები გადაეცათ საჩუქრად.