ხვალ, 28 ივნისს, ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მეათე პლენარული სესია გაიმართება.
საქართველოს დელეგაცია სესიაში მონაწილეობას მიიღებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თორნიკე გორდაძის ხელმძღვანელობით.
"ეს დიალოგი უკვე ძალიან წარმატებით მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, რომ ტექსტის ¾ შეთანხმებულია. აღნიშნული შეთანხმებით საქართველო უფრო ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე დადგება ევროკავშირთან თავისი პოლიტიკური ჩართულობის და ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით"- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.