დღეს, 26 ივნისს, 20:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტს ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე თამარ ქუცნაშვილი გამართავს.
ხელმძღვანელია ნანა მახარაძე. ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტის, ბეთჰოვენის, ლისტის, ჩაიკოვსკის, პროკოფიევის ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.