"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს მემორანდუმს უგზავნის.
მემორანდუმში ზურაბიშვილი რუსეთთან დიალოგის დაუშვებლობასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს და კოლეგებს თხოვს, "ადეკვატური რეაქცია მოახდინონ უკვე აგონიაში ჩავარდნილი რეჟიმის უპასუხისმგებლო განცხადებებსა და ქმედებებზე".
"საქართველოს გზისთვის" მიუღებელია ხალხისგან უმანდატო ოპოზიციის უდროო დიალოგი რუსეთთან. მიგვაჩნია, რომ მოლაპარაკება უნდა გაიმართოს მხოლოდ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ... ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მემორანდუმს ახლავს.
შეგახსენებთ, რომ ამ თემას ზურაბიშვილმა გუშინ პრესკონფერენციაც მიუძღვნა.