ბანკი "რესპუბლიკა" მონაწილეობას იღებს კავკასიის პირველ ფრანგულ კვირეულში, რომელიც თბილისში 21-დან 25 ივნისამდე ტარდება და საქართველოსა და საფრანგეთს შორის ბიზნესის, კულტურისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. კვირეულის ფარგლებში საქართველოში მოქმედი ფრანგული კომპანიები ეროვნული მუზეუმის ტერიტორიაზე თავიანთი პროდუქციის გამოფენას აწყობენ. კვირეულის სტუმრებს საშუალება აქვთ მიიღონ ინფორმაცია ბანკ "რესპუბლიკის" პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ და გაიარონ კონსულტაცია ბანკის წარმომადგენლებთან.
ბანკი "რესპუბლიკა" ჯგუფ "სოსიეტე ჟენერალის" საერთაშორისო ქსელის საშუალებით თავის ბიზნესკლიენტებს ხელს უწყობს სავაჭრო ოპერაციების შეუფერხებლად წარმართვასა და გაფართოებაში, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაშიც შეაქვს საკუთარი წვლილი.
მასალის გამოყენების პირობები