"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ყველა პოლიტiკურ ძალას, აჭარის გადასარჩენად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამართული დებატებისას განაცხადა, არსებობს აჭარის დაკარგვის რეალური საფრთხე.
მისი ინფორმაციით, აჭარაში თურქეთის 25 ათას მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, რითაც მათ აქტიური და პასიური საარჩვენო უფლებაც მიეცათ.
ბარათურიას მტკიცებით, თურქეთისა და აჭარის ტერიტორიებზე მიმდინარეობს აგიტაცია-პროპაგანდა, თითქოს აჭარა არის თურქეთის ნაწილი და 100 წლის წინ ის თურქებს საქართველომ წაართვა და ამას არ აკეთებს თურქეთის დემოკრატიული ხელისუფლება, არამედ იქ არსებული ძლიერი პოლიტიკური ძალები.
,,თურქეთის მომავალ არჩევნებში ასეთმა ძალებმა რომ გაიმარჯვონ, შეიძლება რუსეთის ანალოგიური მეთოდი გამოიყენონ, როცა საოკუპაციო ჯარები სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბით შემოიჭრნენ. ჩვენი ხელისუფლების სიჩუმე ამ საკითხზე სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათოა, მით უმეტეს, როცა ასეთ ინფორმაციას 80 მილიონამდე, ძლიერი შეიარაღებული არმიის სახელმწიფო ავრცელებს,, - აღნიშნა ბაღათურიამ და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა 30 ივნისს 19.00 საათზე აჭარის გადასარჩენად, იუნკრების საფლავზე შეიკრიბონ.