2014 წლის ბოლომდე Marriott International -ის სასტუმროები მსოფლიოს მასშტაბით 4 ათას მიაღწევს, რომლებიც 14 ბრენდის ქვეშ 90 ქვეყანაში იმუშავებენ. 2 წლის განმავლობაში კომპანია 150 ათასი ახალი სასტუმრო ნომრის შექმნას გეგმავს, რისთვისაც 2,8 მლრდ დოლარის ინვესტირებას აპირებს. გეგმის მიხედვით, 2014 წლის ბოლომდე მხოლოდ ჩინეთში Marriott International-ი ასი სასტუმროთი იქნება წარმოდგენილი.
დღეისათვის Marriott International-ი მსოფლიოს მასშტაბით 3,7 ათას სასტუმროს 73 ქვეყანაში ფლობს.