220 კილოვოლტიანი ქვესადგური "დიდუბე-220", ერთ-ერთ საკვანძო ქვესადგურია, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" კუთვნილ ქვესადგურებს შორის, საიდანაც დედაქალაქის დიდი ნაწილი მარაგდება. 2010 წლის 3 დეკემბრიდან ქვესადგურში დაიწყო, როგორც სამშენებლო, ასევე ელექტრული ნაწილის სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
2012 წელს დიდუბის ქვესადგურში დამონტაჟდება: 28 ერთეული გამთიშველი, 13 ერთეული ამძრავი, 39 ერთეული საყრდენი იზოლატორი, მთლიანად გამოიცვლება 35 კვ-იანი მოწყობილობის პირველადი და მეორად წრედები. ქვესადგურში დაინერგება მართვისა და დაცვის ციფრული ტექნოლოგიები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. 2012 წლის დასასრულს, ქვესადგური „დიდუბე 220" იქნება რიგით მეორე ქვესადგური, "ნავთლუღი 220"-ის შემდეგ, რომელიც სრულად იქნება რეაბილიტირებული და აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით.