ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მდივანი აირჩია. კენჭისყრა ცესკოს დღევანდელ სხდომაზე გაიმართა. ხმათა უმრავლესობით კომისიამ ამ თანამდებობაზე გიზო მჭედლიძე დაამტკიცა.
ცესკოს მდივნის პოსტზე სულ ორი კანდიდატურა იყო დასახელებული, მათ შორის მეორე "კონსერვატორების" წარმომადგენელი ნინო გოგუაძე იყო.
"პირველი რასაც ვაკეთებ არის ის, რომ ოპოზიციონერ წევრებს ვთავაზობ, ჩვენთან ერთად მოკიდონ საქმეს ხელი და ჩვენთან ერთად ჩაერთონ საარჩევო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში", - განუცხადა მჭედლიძემ ჟურნალისტებს.