"ქართული ოცნება" მომსახურების მიღების მიზნით ტენდრს აცხადებს. "ქართული ოცნების" პრესსპიკერის განცხადებით ტენდერში მონაწილეობა ყველა კომპანისას შეეძლება, რომელიც ორიენტირებული თავისი შემოსავლის გაზრდაზე.
"უახლოეს დღეებში ხვალ-ზეგ ჩვენს მიერ გამოცხადდება ტენდერი მომსახურების მიღების მიზნით სამი მიმართულებით: პოლიგრაფიული მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, სარეკლამო მომსახურება. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა კომერციულ სტრუქრურას. ჩვენს მიერ მიღებული საუკეთესო წინადადებები იქნება და საზოგადოებას შედეგების შესახებ ეცნობება. მოხარულები ვიქნებით, თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს კომპანიების მაქსიმალური რაოდენობა. ეს, თუ ასე არ მოხდება ეს იქნება იმის დადასტურება, თუ რა ბერკეტებს იყენებს ხელისუფლება კომერციული სტრუქტურების მიმართ, რომელთა ერთადერთი კანონიკერი მიზანი მოგების მიღება უნდა იყოს და არა ხელისუფლების პოლიტიკური დირექტივების აღსრულება", - განაცხადა ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ტენდერში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ კომპანიას შეეძლება. როგორც ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერმა ჟურნალისტებთან განმარტა სატენდერო პირობები ,,ქართული ოცნების" ,,ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნდება.
"ტენდერის პირობების შესახებ ყველაფერი გამოცხადდება ჩვენს ,,ფეისბუკის" გვერდზე და ყველა ვინც დაინტერესებულია მოგების მიზნით შემოგვთავაზოს რაიმე სახის მომსახურება, ექნება საშუალება ყველა პირობა ვებ-გვერდზე ნახოს", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.