ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს ტყიბულთან დაკავშიებით ცრუ ინფორმაციებს ნუ გაავრცელებენ.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ განაცხადა, „ქართული ოცნების" ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელისო ჩაფიძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ ტყიბულის მოსახლეობას განუცხადეს, თითქოს ქალაქში ბეტონის გზები იაპონიის მთავრობამ დააგო.
,,სხვა დროს, როცა ასეთ რაიმეს მოიფიქრებთ, სჯობს, სხვა ქვეყანა დაასახელოთ, რომელიც ახლოს იქნება და ამბავი რეალისურტურად გაჟღერდება", -მიმართა დეპუტატმა ლორთქიფანიძეს.
კუბლაშვილი აცხადებს, რომ ტყიბულში მოსახლეობას კვლავ უჭირს, თუმცა მისი ტქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პრობლემები შრომით და სოფლის მეურნეობის განვითარებით დაიძლიოს.
„დაგეთანხებით და გეტყვით, რომ შახტაში მართლაც 1200 ადამიანი მუშაობს, მაგრამ როცა 2005 წელს, შახტის რეკონსტრუქციას ვიწყებდით, ყველა ამბობდა, რომ სჯობდა ეს შახტები დალუქულიყო, რადგან მისი აღდგენის არავის არ სჯეროდა. იქ გასულ წლებში, 300 ადამიანი იყო დასამქბეული, რომლებიც მიზერულ ხელფას იღებდნენ. ახლა კი, 300 ადამიანის ნაცვლად, 1200 დასაქებული, რომელთა საშუალო ხელფასი 800 ლარია, ხოლო ვინც მიწიდან 400 მეტრის ქვემოთ საქმიანობს, მათი ხელფასი 1200 ლარია, რაც რა თქმა უნდა, ცოტაა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესები წინ წავიდეს, მაგრამ ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 2005 წელთან შედარებით დღეს ტყიბულში 900 ოჯახით მეტი დასაქმებული", - მიმართა ლორთქიფანიძეს კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს განაცხადა, რომ ტყიბულის რაიონში თანამედროვე მონობაა დაკანონებული.