კიშინიოვის მერი და მოლდოვის ლიბერალური პარტიის ვიცე-პრეზიდენტი დორინ კირტოაკე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მას შემდეგ რაც მას საქართველოში საპრეზიდენტო უფლებამოსილება ამოეწურება მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობაზე უნდა დაპატიჟოს. განცხადება ამის შესახებ კიშინიოვის მერმა მერიაში გამართულ თათბირზე გააკეთა, რომელზეც რეაპუბლიკასა და დედაქალაქში კორუფციის პრობლემების განხილვა მიმდინარეობდა.
"იდეა მაქვს, სააკაშვილს ხომ მეორე საპრეზიდენტო ვადა ეწურება საქართველოში და იგი თავის კანდიდატურას ვერ წარადგენს. მას შეუძლია მოლდოვაში ჩამოვიდეს. იყოს ჩვენთან ორი ვადით და დარწმუნებული ვარ სიტუაცია ქვეყანაში შეიცვლება: კორუფცია გაქრება, წამოვა ინვესტიციები და ზოგადად წესრიგი იქნება", _ განაცხადა კირტოაკემ.