"დემოკრატიული მოძრაობის" პრესსამსახური წინასაარჩევნო მდგომარეობის შესწავლის თემაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში არნიშნულია, რომ დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭო პარტიის რეგიონალურ ლიდერებსა და რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ყოველდღიურ შეხვედრებს მართავს.
"შეხვედრეების მიზანია თბილისის ყველა რაიონსა და ქვეყნის თითოეულ რეგიონში შექმნილი პოლიტიკური და რეალური წინასაარჩევნო მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი. გარდა პარტიის აქტივთან ინტენსიური მუშაობისა, "დემოკრატიული მოძრაობის" აქტივისტები უკვე ხუთ თვეზე მეტია აწარმოებენ პირდაპირ საუბრებს მოსახლეობასთან საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები ოჯახებში სტუმრობენ ამომრჩევლებს და ამ ფარგლებში თბილისში 50000-ზე მეტ, ხოლო ბათუმში 10000-ზე მეტ ოჯახს რამდენჯერმე ეწვივნენ. აღნიშნული შეხვედრები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც საშუალებას იძლევა განხორციელდეს საზოგადოებრივი აზრის პირდაპირი მონიტორინგი, შესწავლილ იქნას დინამიკა და მივიღოთ მოსახლეობის განწყობის რეალური სურათი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია განცხადებაში.
გაცხადებაში მათქვამია, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" ასევე განაგრძობს ბრძოლას ქვეყანაში უკიდურესად გაუარესებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და ამ ფარგლებში აწარმოებს ინტენსიურ მიმოწერას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დასავლელ პარტნიორებთან და მეგობარი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, რათა მათ მიეწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ბოლო დროს გატარებული არაკონსტიტუციური საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყნის ხელისუფლების უკანონო, არადემოკრატიული ქმედებების შესახებ, რაც ყოველდღიურად ამძიმებს როგორც ამომრჩევლების, ასევე რეალურად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მდგომარეობას.
"დემოკრატიული მოძრაობა" საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ვადებში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისა და კონფიგურაციის შესახებ", - აღნიშნავენ ისინი.