გასული დღეღამის განმავლობაში სირიაში სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ "Guardian" -ი სირიის ოპოზიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა სირიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე დასახლებული პუნქტები დაცხრილეს. მათივე ინფორმაციით, კვლავ დაიცხრილა ქალაქი ჰომსი.
"ქალაქ ჰომსის დაახლოებით 85 % იქნა დაცხრილული ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან. ათობით დაჭრილი მკურნალობას ვერ ითრბს, ვინაიდან საავამდყოფოები დაჯგუფება "შაბიჰას" ხელშია მოხვედრილი",_ აცხადებენ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სირიის ოპოზიცია აცხადებს, რომ დაჯგუფება "შაბიჰა" ბაშარ ასადის მხარეს მებრძოლი დაჯგუფებაა.