ირანი მზადაა ურანის 20% მდე გამდიდრების პროგრამის რეალიზება შეწყვიტოს, იმ შემთხვევაში თუ ევროპა მას აუცილებელი ბურთვული საწვავის მიწოდების გარანტიას მისცემს. განცხადება ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გააკეთა.
"ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის აცხადებდა, რომ იმ შემთხვევაში თუ ევროპული ქვეყნები ირანს 20 % გამდიდრებულ საწვავს მიაწვდიან, ირანი საწვავის გამდიდრებას შეწყვეტს. დღესაც კი ჩვენ, რომ მივიღოთ გარანტია იმისა, რომ ჩვენს რეაქტორებს 20 % -ით გამდიდრებულ საწვავს მიაწვდიან გამდიდრების პროგრამის შეჩერება პრობლემა არ იქნება", _ აცხადებს აჰმადინეჯადი. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს მოსკოვში ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება.