"ქართული ოცნებას" ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები აწვდიან, - განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ისინი საკუთარი ნებით მოდიან და გვაწვდიან ყველა ფაქტს, რომელიც მათი აზრით, ყურადღებას იმსახურებს.
"ქართულ ოცნებას" არ სჭირდება არავის მოსყიდვა, არანაირ ბინძურ საქმეში გარევა იმისათვის, რომ რაიმე სახის ინფორმაცია მოიპოვოს. ინფორმაციას ჩვენ ვღებულობთ იმაზე მეტს ვიდრე საჭიროა და ამ ინფორმაციას ჩვენ ძალიან ხშირად გვაწვდიან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. ისინი საკუთარი ნებით მოდიან და გვაწვდიან ყველა ფაქტს, რომელიც მათი აზრით, ყურადღებას იმსახურებს", _ აცხადებს ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი.