"ეს არის ხელისუფლების მიერ შეთითხნილი საქმე", - განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ზაზა ჭელიძის დაკავების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებას" ინფორმაციის მოსაპოვებლად ხალხის მოსყიდვა არ სჭირდება, რადგან შესაბამის ინფორმაციას თავად ხელისუფლებაში მყოფი ადამიანებისგან იღებენ.
"ჩემთვის არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ ეს არის ხელისუფლების მიერ შეთითხნილი საქმე, რომელიც არის ბინძური პროვოკაცია და რომელსაც არაერთხელ შევესწრებივართ ბოლო თვეების განმავლობაში", - განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნებას" ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები აწვდიან.
"ქართულ ოცნებას" არ სჭირდება არავის მოსყიდვა, არანაირ ბინძურ საქმეში გარევა იმისათვის, რომ რაიმე სახის ინფორმაცია მოიპოვოს. ინფორმაციას ჩვენ ვღებულობთ იმაზე მეტს ვიდრე საჭიროა და ამ ინფორმაციას ჩვენ ძალიან ხშირად გვაწვდიან ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. ისინი საკუთარი ნებით მოდიან და გვაწვდიან ყველა ფაქტს, რომელიც მათი აზრით, ყურადღებას იმსახურებს", _ აცხადებს ,,ქართული ოცნების" პრესსპიკერი.
მაია ფანჯიკიძე, უარყოფს ინფორმაციას ზურაბ ჭელიძის ,,ქართული ოცნების" წევრობასთან დაკავშირებით.
"ზაზა ჭელიძე არ არის ,,ქართული ოცნების" წევრი. იგი არის ირაკლი სესიაშვილის მეგობარი და როგორც ჩანს, სწორედ ეს მეგობრობა გამოყენებული იყო ი8მისთვის, რომ შეთითხნული ის საქმე, რომლის მოწმეებიც თქვენ ყველანი გახდით.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის მოსყიდვის ფაქტზე "ქართული ოცნების" წევრი ზაზა ჭელიძე დააკავეს. შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, კურტანიძის მიმართ მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, შეხვედრების სიმულირება განხორციელდა, რომლის შედეგად ჩანაწერების მოპოვებისა და გადაცემის ფაქტი დადასტურდა. უტიაშვილის ინფორმაციითვე, გამოძიების პროცესში კურტანიძეს წარედგინა მტკიცებულებები, რის შედეგადაც კურტანიძემ დანაშაული აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
შსს-ს ინფორმაციით, კურტანიძე ჩაერთო ოპერატიულ ღონისძიებებში, მოახდინა ზაზა ჭელიძის ჩაწერა, თუმცა, შემდეგ ჯერზე მან ჭელიძე გააფრთხილა და მიიმალა. უტიაშვილის ცნობით, ზაზა ჭელიძე დაკავებულია, ლაშა კურტანიძე კი ძებნაშია.