ეგვიტეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები ამ დრომდე ცნობილი არაა. ამის მიუხედავად, "ძმები-მუსულმანების" წარმომადგენლები საკუთარი კანდიდატის, მუჰამედ მურსის გამარჯვების შესახებ აცხადებენ.
მათი შტაბის მონაცემებით მუსრიმ ამომრჩეველთა ხმების 52% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, მუამარ კადაფის მთავრობის ექს-პრემიერმა, აჰმედ შაფიკმა 48%.
"შაფიკი ვერავითარ პირობებში ვერ შეძლებს გამარჯვებას"- აცხადებენ მუსრის შტაბის წარმომადგენლები.
შაფიკის შტაბი კი "ძმები-მუსულმანეების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
"მე ვერ დავადასტურებ ამ ინფორმაციას. კონკრეტული ციფრების დასახელება ჯერ ნაადრევია", - განაცხადა შაფიკის შტაბის წევრმა აჰმედ სარხანმა.
შეგახსნებთ, რომ 16-17 ივნისს ეგვიპტეში საპპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში მუსრის გამარჯვება დადასტურდება, ის გახდება ეგვიპტის პირველი პრეზიდენტი, რომელიც მუსულმანურ მოძრაობას წარმოადგენს.