ნიგერიის ჩრდილოეთით მომხდარი ტერაქტებიოის სერიისა და შედეგად გამოწვეული არეულობების გამო დაღუპულია 50 ადამიანი, 130-ზე მეტი დაჭრილია. სი-ენ-ენი აღნიშნულ ინფორმაციას ნიგერიის წითელი ჯვრის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერაქტები მიმართული იყო ქრისტიანების წინააღმდეგ. თავდასხმები სამ ეკლესიაში მოხდა: ორი ქალაქ ზარიაში, ერთი ქალაქ კადუნაში.
ფრანსპრესი ხუთი აფეთქების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ზარიაში ტერორისტი თვითმკვლელები მოქმედებდნეენ. ისინი დინამიტებიით სავსე მანქანით შეიჭრნენ ეკლესიაში, სადაც საკვირაო წირვა მიმდინარეობდა. სხვა ორი შემთხვევისას თავდამსხმელები ტაძრებში მრევლს უხსნიდნენ ცეცხლს.
ტერაქტების შემდეგ კადუნაში არეულობა დაიწყო. ქრისტიანობის მიმდევარმა ახალგაზრდებმა გადაკეტეს გზა და თავს ესხმოდნენ მუსულმანებს. კადუნაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ამ დრომდე პასუხისმგებლობა ტერაქტებზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ნიგერია აფრიკის ყველაზე დასახლებული ქვეყანაა (160 მილიონი მოსახლეობა) და აფრიკის კონტინენტზე ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელია. ქვეყანაში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორისს დაპირისპირება საკმაოდ ხშირია.