რუსეთის პოპულიარული ტელეწამყვანი და ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ქსენია სობჩაკი, შესაძლოა, დაიჭირონ.
რუსული მედიის ინფორმაციით, სობჩაკს სასამართლო არა აქციებში მონაწილეობის, არამედ ფიზიკური პირის მიერ გადასახადების გადახდისთვის თავის არიდების გამო ემუქრება.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ოპოზიციონერების "სხვა სახის ბრალეულობებზე" რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ მარკინი ალაპარაკდა.
სობჩაკისთვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაშ მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თავად სობჩაკი საკუთარ კანონმორჩილებაზე საუბრობს. მისი ადვოკატები კი სამართალდამცავებს საპასუხო სარჩელს უმზადებენ.
რუსი უფლებათადამცველები სობჩაკისა და სხვა ოპოზიციონერების მიმართ პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ.