ესპანეთში საქართველოს 13 მოქალაქე დაკავეს. გავრცელებული ინფორმაციიით, სამართალდამცავებმა 4 ქალბატონი და 9 მამაკაცი ქალაქ ბისკაიში აიყვანეს. მათ ბრალად დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და მისი წევრობა.
წინასწარი ინფორმაციით, დაჯავებული ქართთველები ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში ძირითადად ბინებს ძარცვავდნენ.
ესპანლ სამართალდაცავებს აქვთ ვარაუდი, რომ დაკავებული დაჯგუფება ესპანეთში მოქმედი ქართველ კრიმინალთა კიდევ უფრო დიდი ჯგუფის ერთ-ერთი დანაყოფია.
ისინი არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულები იმ ქართველ სხვა დამნაშავეებთან თანამშრომლობდნენ, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად აიყვანეს.
დაკავებულებს უკვე შეფარდათ წინასწარი პატიმრობა.