აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიდან, მიტ რომნიმ, ნოემბერში, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მზადყოფნისს შესახებ განაცხდა.
რომნიმ ტელეკომპანია სი-ბი-ესთან საუბარში აღნიშნა, რომ მზადაა გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ ძალა, რათა არ დაუშვას მის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა.
"შემიძლია დაგარწმუნოთ: თუ გავხდები პრეზიდენტი, ირანს არავითარი ეჭვი არ ექნება ჩემს მზადყოფნაში, აუცილებლობის შემთხვევაში, განვახორციელო სამხედრო მოქმედებები, რათა არ დავუშვა მათი მსოფლიოს ბირთვულ საფრთხედ გადაქცევა", - განაცხადა რომნიმ.
რომნი დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ოპერაციის დასაწყებად მას არ დასჭირდება კონგრესისთვის მიმართვა.