ეგვიპტისა და ისრაელის საზღვარზე ინცინდენტი მოხდა. მოკლულია ერთი მშვიდობიანი მოქაალაქე და ერთი შეიარაღებული პირი, რომლის ეროვნება ამ დროისთვის დადგენილი არააა.
როიტერის ინფორმაციით, ინცინდენტი ამ დილით მოხდა.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, საზღვარზე, სადაც ისრაელი გამაგრებით სამუშაოებს ატარებს, ბომბი აფეთქდა, რომლის შედეგადაც დაიღუპა ერთი ადამიანი. ამის შემდეგ რამდენიმე ბოევიკმა ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო. ბოევიკებმა უმისამართო ცეცხლი გახსნეს.
საპასუხო ცეცხლით ისრაელის მესაზღვრეებმა ერთი თავმდამსხმელი მოკლეს.