საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები გამოქვეყნდა. ეგზიტპოლების მიხედვით მემარჯვენე პარტიას "ახალი დემოკრატია" უმნიშვნელო უპირატესობა აქვს კოალიცია "სირიზასთან".
"ახალი დემოკრატია" ამ დროისთვის ხმების 27,5%-30,5%-ს აგროვეებს, სირიზა კი 27,0% - 30,5%-ს. სრულიად საბერძნეთის სოციალისტურ მოძრაობას ხმების 10%-12% აქვს.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის არჩევნების შედეგებმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ევროზონის მომავალზე და ევროპაში ვალების კრიზისის შემდგომ ვითარებაზე.
საბერძნეთის გადაწყვეტილება ევროზონიდან გასვლის შესახებ გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, მიიჩნევენ ანალიტიკოსები.