დღეს, 18 ივნისს, მოსკოვში ირანისა და ექვსეულის ორდღიანი მოლაპარაკებები დაიწყება.
ირანის დელეგაცია, ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივნის, საიდ ჯალილის ხელმძღვანელობით მოსკოვში ჩავიდა.
ირანელი დიპლომატიები მონაწილეობას მიიღებენ ექვსეულის შეხვედრაში, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება.
მოლაპარაკებებში ექვსეულის - აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის, საფრანგეთის, რუსეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ირანი დაჟინებით მოითხოვს მისი უფლების აღიარებას განავითაროს ბირთვული პროგრამა და მოითხოვს მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას.
მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები კი ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას, რათა თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ინსპექტორები სამხედრო კომპლექს პარჩინში დაუშვას.
დასავლეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ სწორედ პარჩინში მიმდინარეობს ბირთვულლი იარაღის შექმნის სამუშაოებები.