ცხრა სამის წინააღმდეგ - 12 ნაფიცი მსაჯულის პოზიცია ასე გაიყო. საბოლოო ჯამში, ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ დავით რუსიშვილს მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და ბრალდებული წაყენებული 4 მუხლიდან 3-ში დამნაშავედ ცნეს.
დღეს, რამდენიმე საათში გაირკვევა, რამდენწლიან პატიმრობას მიუსჯიან ბრალდებულს.
მუხლები, რომელიც განსასჯელს აქვს წაყენებული, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.