დღეს, 26 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით ირლანდიას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გრიგოლ ვაშაძე ირლანდიელ კოლეგას მაიკლ მარტინს შეხვდება.
ირლანდიაში ვიზიტის შემდეგ, საქართველოს დელეგაცია გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით, 28 იანვარს, ლონდონში გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროს მიერ ავღანეთის საკითხზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ვაშაძის შეხვედრები დიდი ბრიტანეთის ევროპის მინისტრთან კრის ბრაიანტთან და ავსტრალიელ კოლეგასთან სტივენ სმიტთან. შეგახსენებთ, რომ ლონდონში კონფერენცია ნატო-სა და გაერო-ს ეგიდით იმართება.