დღეს, 26 იანვარს, ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
მისი განმარტებით, სხდომაზე წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა და იმის შეფასება მოხდება, როგორც ასრულებს საქართველო მის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს.
ვიცე-პრემიერის, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის შეფასებით, გასულ წელს საქართველომ როგორც ნატოსთან, ისე ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.
"საქართველომ ნატოსა და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ამ წელს (2009 წელს რედ.) ჩვენი ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პარტნიორობის რეჟიმიდან ინტეგრაციის რეჟიმზე გადავიდა - დავიწყეთ წლიური სამოქმედო გეგმის რეალიზაცია და ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში თანამშრომლობა, რის ფარგლებშიც 30 მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა", - აცხადებს ქვეყნის ვიცე-პრემიერი.
მისი თქმით, 2009 წელს წელს საქართველომ უდიდეს თვისობრივ წინსვლას მიაღწია
ვიცე-პრემიერის განცხადებით, ის რეფორმები, რომლებმაც ქვეყანა ნატოში ინტეგრაციამდე უნდა მიიყვანოს, შეუქცევადი გახადა.