უკრაინის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის სამმართველომ დააკავა პირი, რომელსაც საქართველოსა და პანამის მოქალაქეობა აქვს. ეს ადამიანი ეჭვმიტანილია ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კოკაინის გადატანაში კუჭის მეშვეობით.
შს სამინისტროს მონაცემებით, 32 წლის მამაკაცმა ბოლო ჯერზე 0,5 კგ კოკაინი შეიძინა, რომლის ღირებულებაც 100 ათასი აშშ დოლარი იყო. მამაკაცს ეს ნარკოტიკული ნივთიერება კუჭით გადაჰქონდა.
მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც ის 28 წლის კიევის მცხოვრებს ელაპარაკებოდა. ეს უკანასკნელი კი ადრე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის უკვე დაკავებული იყო.