საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავს. საგარეო უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 25 იანვარს, ლიბანის სანაპიროსთან მდებარე სოფელ ნაამესთან ეთიოპიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 90-ვე მგზავრი დაიღუპა.