მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. დავით საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას იუსტიციის მინისტრმა 2012 წლის 11 ივნისს მოაწერა ხელი.
დავით საყვარელიძე მთავარი პროკურორის პირველ მოადგილედ 2009 წლიდან მუშაობდა. მანამდე 2008-2009 წლებში იყო თბილისის პროკურორი, 2007-2008 წლებში - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი.
დავით საყვარელიძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ასევე ნიუ-იორკის ბონავენტურას სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, არის ტოიოს (იაპონია) უნივერსიტეტის მაგისტრანტი.