დედაქალაქის მერი გიგი უგულავა პროექტ "თბილისელების ადვოკატის" მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.
ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულში სტუმრობისას თბილისის მერმა განაცხადა, რომ დღეიდან ყოველდღე გამართავს მიღებას 30-ვე მუნიციპალიტეტში. მიღების განრიგი კი მოსახლეობასთან წინასწარ შეთანხმებული და გაწერილი იქნება.
"თბილისელების ადვოკატი" 2010 წლის დასაქმების ბიუჯეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია და მიზნად მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივ მომსახურებას ისახავს. პროექტი გამგეობის 30 სტრუქტურულ ერთეულში უკვე მოქმედებს. მისი დაწყებიდან დღემდე უკვე 1500 თბილისელს გაეწია კონსულტაცია.
სასამართლოში წარდგენილი 50 სარჩელიდან დიდი ნაწილი მოქალაქეებისთვის დადებითად გადაწყდა. პროექტში 113 სტუდენტი და მაგისტრანტი მონაწილეობს, რომლებსაც გამოცდილი ადვოკატები ხელმძღვანელობენ.