უბედური შემთხვევა კახეთში, ავტოავარიას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა. შემთხვევა ყვარლის რაიონში, სოფელ შილდაში მოხდა, რომლის შედეგადაც მოზარდს დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სწრაფად მომავალმა ავტომობილმა ბავშვი ჰაერში ააგდო და რამდენიმე მეტრზე გაისროლა.
10 წლის ნონა ასაბაშვილი სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმებით, საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.მძღოლი კი პოლიციას საკუთარი ნებით ჩაბარდა