თბილისი.10.06.12."ჯი-ეიჩ-ენი". ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ჯეიმს აპატურაი საქართველოშია.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აპატურაი ნატოს კვირეულს გახსნის, რომელიც 11-16 ივნისს ჩათვლით გაიმართება.
ნატოს კვირეული დღეს საერთაშორისო კონფერენციით დაიწყება, სადაც აპატურაი ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იქნება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.