"საქართველოს გზის" ლიდერი სალომე ზურაბიშვილი მოსკოვში ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დიალოგის წარმოებას მიუღებლად მიიჩნევს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, მოსკოვში ოპოზიციის ადგილი არ არის და ხელისუფლებაში მოსვლის ბერკეტი არა მოსკოვზე, არამედ არჩევნებზე უნდა გადიოდეს.
"მოსკოვში ოპოზიციის ადგილი არ არის. მით უმეტეს, მაშინ, როცა არ გაქვს ხალხის მანდატი. ხელისუფლებაში მოსვლის ბერკეტი არა მოსკოვზე, არამედ არჩევნებზე უნდა გადიოდეს. არ შეიძლება დიალოგზე წასვლა იმ ქვეყნის ხელისუფლებასთან, რომელსაც შენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული", _ აცხადებს ზურაბიშვილი.