ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხალხმა მრისხანება უნდა დაიოკოს და ღირსეულად უნდა იმოქმედოს, _ განაცხადა ივანიშვილმა ქუთაისში ბალახვანის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას.
,,ჩვენ ჩვენი ბრაზი და მრისხანება უნდა დავიოკოთ. მათ შეიძლება ყველაფერი იკადრონ, ჩვენ კი მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს გადავდგამთ, როგორსაც ჩვენი ღირსება გვკარნახობს. ამაშია ჩვენი ძალა და მათი სისუსტე. სწორედ ამიტომ ჩვენ ისინი ვეღარ შეგვაჩერბენ. დღეს აქ ქუთაისში ვდებ პირობას, რომ ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი სამშობლოსათვის, ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი უფლებებისათვის. დღეიდან ჩვენ ყველანი თანამებრძოლები ვართ. მე გპირდებით, რომ ამ ბრძოლაში თქვენ გვერდით ბოლომდე ვიდგები. ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვიდგებით გამარჯვებამდე", _ განაცხადა ქუთაისში ბიძინა ივანიშვილმა.